ისლამის წარმოშობა,მუჰამედის ცხოვრება

  სამ მსოფლიო რელიგიას შორის(ბუდიზმი,ქრისტიანობა,ისლამი) ისლამი ყველაზე ახალგაზრდაა.იგი წარმოიქმნა არაბეთის ნახევარკუნძულზე მე 7 საუკუნის პირველ ნახევარში ნახევარკუნძულის ძირითადი ნაწილი ზღვისპირა რაიონების გარდა უდაბნოს უკავია.უდაბნოში ცხოვრონდნენ ბედუინთა მომთაბარე ტომები .დასავლეთ არაბეთის ზღვისპირა რეგიონებში არსებობდა ქალაქებიც მა. შორის უმნიშვნელოვანესი იყო საერთო არაბული სავაჭრო და საკულტო ცენტრიმექა და უფრო ჩრდილოეთით იასრიბი შემდგომში წოდებული როგორც მედინა. მომთაბარე ბედუინები წარმათები იყვნენ.ისინი თაყვანს სცემდნენ მთარესა და მზეს.მათი ღმერთების პანთეონში  ერთ-ერთი უმაღლესი ღვთაება იყო ალაჰი,რომელიც შემდგომ  ისლმას ღმერთის სახელწოდებას იქცა.ქალაქი მექა წინაისლამურ ხანაშიც  უმნიშვნელოვანეს  როლს ასრულებდა ის ითვლებოდა წმინდა ტერიტორიად და ხელშეუხებლად.იქ არსებული ქააბას ტაძარი კი საერთო არაბულ სამლოცველოდ.მექა საქარავნო-სავაჭრო გზების გზაჯვარედინი იყო .აქ იმართებოდა ყოველწლიური ბაზრობა.მექის მოლოცვა ისლამამდელ არაბეთშიც  განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო,რამაც ისლამში სავალდებულო ხასიათი მიიღო.ისლამამდელ ხანაში გარდა წარმართებისა,არაბეთის  ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ ქრისტიანები და იუდეველები.ჩრდილოეთით კი სირიის საზღვრებთან ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანობა.საკუთრივ არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე,ქრისტიანები,განსხვავებით ებრაელებისგან,რომლებიც ერთიან  თემებად ცხოვრობდნენ ქრისტიანები რომლებიც ძირითადად ბიზანტიიდან გამოდევნილ  სექტანტებს წარმოადგენდნენ ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და არ ქმნიდნენ ერთიან თემს.
   ისლამის შემქმნელი მუჰამადი დაიბადა 570 წელს მექაში.ის ადრე დაობლდა ჯერ კიდევ ბავშობაში მუჰამედი სავაჭრო ქარავნებს დაყვებოდა სირიაში.სწორედ აქ ქრისტიანმა ბერმა ბაჰირამ მასში ამოიცნო მომავალი წინასწარმეტყველი.იგი ხშირად საუბრობდა რელიგიაზე ქრისტიანებთან და იუდეველებთან.მისთვის მთავარი იყო რელიგიაში მონოთეისტური იდეა ანუ ერთღმერთიანობა.მუჰამედი ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე  მექის მახლობლად მთებში მათ შორის ჰირას მთის  გამოქვაბულში,სადაც ჰქონდა ხილვები და ესმოდა ზებუნებრივი ხმები. ისლამური რწმენით მას ესაუბრებოდა მთავარანგელოზი ჯიბრაილი(გაბრიელი) რომელიც ალაჰის სიტყვას გადაცემდა მას.მუჰამედს ევალებოდა ამ სიტყვების დამახსოვრება და  მას მას ადამიანებისთვის უნდა ექადაგა ის, რასაც ღმერთი ასწავლიდა.მუჰამედის იდეები არ იყო ახალი მათ ქადაგებდნენ იუდეველები და ქრისტიანები.მუჰამედი ამბობდა ,რომ ალაჰი იუდეველებისა და ქრისტიანების ღმერთიცაა,მაგრამ მათ დაივიწყეს თავიანთი მოციქულებისგან,მუსასაგან(მოსე) და იასასგან(იესო ქრისტე) ,იღებული ჭეშმარიტი რწმენა და დაამახინჯეს ის.ის იმედოვნებდა,რომ იუდეველები და ქრისტიანები მას ახალ მესიად აღიარებდნენ,მაგრამ ეს ასე არ მოხდა.ამიტომაც მიუხედავას პატივისცემის გამოვლენისა იუდეველებისა და ქრისტიანების მიმართ მუჰამადი მოითხოვდა მათ დამორჩილებას.

           წყარო
           ვიდეო ლინკი

No comments:

Post a Comment