არაბთა დაპყრობები

არაბებმა მოახერხეს ირანის დაპყრობა და ისლამიზაცია, ბიზანტიას კი სამფლობელოების დიდი ნაწილი წაართვეს. VII ს-ის მიწურულისთვის მუსლიმური იპერია გადაჭიმული იყო აღ-ით ინდოეთისა და ჩინეთამდე, დას-ით ატლანტიის ოკიანის სანაპირომდე, სამხ-ით აფრიკამდე, ჩრდ-ით პირინეის ქედამდე. არაბებმა საფრანგეთამდე მიაღწიეს, მაგრამ პუატიესთან 732წ ისინი შეაჩერა კარლოს მარტელმა. ამ დიდ იმპერიაში სახელმწიფო რელიგია ისლამი იყო და სახელმწ. ენა არაბული. დაპყრობილ ქვეყანაში ისინი ვინც არ მიიღებდნენ ისლამს(ქრისტიანები და ებრაელები) ვალდებულნი იყვნენ გადაეხადატ სპეციალური გადასახადი-ჯიზია. მათვის დაწესებული იყო შეზღუდვები-ტანსაცელზე განმასხვავებელი ნიშნის ტარება, რელიგიური დღესასწაულების სახალხოდ აღნიშვნა და ა.შ. მესლიმანური ხელისუფლება გამიდიოდა მათი სიცოცხლისა და ქონების დაცვის გარანტად.

 ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოში ომიანთა საგვარეულოს (661-750) დინასტიური მმართველობა დამყარდა. ისინი დაუშვებლად მიიჩნევდნენ ქორწინებას არაბი ქალისას არა არაბ მამაკაცთან, მაგრამ არა პირიქით.

 აბასიანთა მმართველობის დროს (750-1258) სატახტო ქალაქი სირიიდან, დამასკოდან, გადაიტანეს ერაყში, რომელიც დიდი კოსმოპოლიტიკური იმპერიის ცენტრი იყო. ახალი დედაქალაქი, ბაღდადი, ევფრატის დას. ნაპირზე გაშენდა. პირველად ისლამური სახელმწიფოს ისტორიაში ჩამოყალიბდა რეგულარული ჯარი სპარსული მოდელის მიხედვით. აბასიანები წარმოადგენდნენ ავტოკრატ მმართველებს, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდა საკუთარი ძალაუფლების ღვთიურ წარმომავლობაზე, ეყრდნობოდა შეიარაღებულ ძალებს და მართავდა იმპერიას ორგანიზებული ბიუროკრატიული აპარატით.

 ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის მმართველობის ხანა (786-809) მიჩნეულია აბასიანთა სახალიფოს ძლიერების მწვერვალსდ. მას შემდეგ ხდება სახალიფოს დაქვეითება. 946წ სპარსული წარმომავლობის შიიტმა ბუვეიანებმა აიღეს ბაღდადი. ამ დროიდან მოყოლებული, მონღოლთა მიერ ბაღდადის აღებამდე (1258წ) ხალიფები, მცირე გამონაკლისის გარდა, მარიონეტებს წარმოადგენდნენ სამხედრო მეთაურების ხელში

წყარო: 

2 comments: