არაბეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი

   მას შემდეგ რაც მუჰამედმა დაიწყო ახალი რელიგიის ქადაგება მას მოწინააღმდეგები გამოუჩნდნენ და ის იძულებული შეიქმნა თავშესაფარი ქალაქის გარეთ ეძია.იასრიბებელებთან მოლაპარაკების შედეგად 622 წელი ჰიჯრის ანუ მუჰამედის გადასახლების წელია და მუსლიმანური ალენდრის დასაბამად ითვლება. მედინაში ამ დროს სახლობდა ორი ებრაული და სამი არაბული ტომი.იყვნენ ასევე ქრისტიანებიც.აქ მუჰამედი უბრალო მქადაგებლიდან გადაიქცა თემის ლიდერად,რომელიც თავდაპირველას,მუსლიმები გარდა მოიცავდა მთელ მოსახლეობას,მათ შორის წარმართებს,ქრისტიანებსა და იუდეველებს .მუჰამადმა გამოაცხადა პრინციპი არ არის ძალდატანება რელიგიაში რომლის თანახმადაც მედინაში იქნებოდა სრული რელიგიური შემწყნარებლობა და ყველას ექნებოდა უფლება თავისუფლად ეღიარებინა თავისი რწმენა.თუმცა თანდათანობით
ვითარბა შეიცვალა ,წარმართმა არაბებმა,რომელთათვის  მეზობლად მოსახლე ებრაელებისა და ქრისტიანებისთვის გავლენით უცხო არ იყო მონოთეიზმის იდეა,ადვილად მიიღეს ისლამი.მაგრამ მედინის თემის ერთიანობისათვის მუჰამადს ასევე ესაჭიროებოდა ქრისტიანებისა და უპირველესად ძლიერი ებრაული თემისგან აღიარება რასაც მან ვერ მიაღწია.ებრაელებისადმი მუჰამადის დამოკიდებულება მალე მკვეთრად შეიცვალა,რაც განპირობებული იყო როგორც რელიგიური,ისე პოლიტიკური ფაქტორებით,ებრაელებმა მუჰამედი არ აღიარეს ახალ მოციქულად და მალე კავშირიც დაამყარეს მუჰამადის მტრებთან მექელებთან.ამის შემდეგ მუჰამედმა აიძულა ებრაული ტომები დაეტოვებინათ მედინა.მედინაში მუჰამადი ერთდროულად აყალიბებს ახალი რელიგიის ძირითად დოგმებსა და პრინციპებს და ქმნის სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის საფუძვლებს.მედინაში აშენდა პირველი მეჩეთი,შეიქმნა მუსლიმური რიტუალის ლოცვის განბანვის მარხვის სალოცავად მოწოდების სავალდებულო მოწყალების და სხვა საფუძვლები.ამით მუჰამედმა საფუძველი ჩაუყარა ისლამური სახელმწიფოს როგორც რელიგიური,ისე პოლიტიკური მოწყობის პრინციპებს.სახელმწიფოებრივი მოწყობის მუჰამედისდროინდელი თეოკრატიული იდეალი,სასულიერო და საერო სფეროების განუყოფლობა დღესაც წარმოადგენს სხვადასხვა ისლამური მოძრაობების იდეოლოგიურ საფუძველს.. მას მალე მოუხდა მექელებთან შეიარარებული დაპირისპირება.აქ მან გამოავლინა როგორც სამხედრო ისე დიპლომატიური ნიჭი და 630 წელს დაიკავა მექა,რომლის მცხოვრაბთა უმეტესობა მის მხარეზე გადავიდა.მუჰამადმა მექა აქცია რელიგიურ ცენტრად ხოლო იქ არსებული ქააბას ტაძარი ისლამის მთავარ სალოცავად.მექაში პილიგრიმობა ანუ ჰაჯი მუსლიმთა ერთ-ერთი მოვალეობა გახდა. ახალმა რელიგიამ შექმნა  დაქსაქსული არაბული ტომების გაერთიანების საშუალება. მუჰამედი გარდაიცვალა მედინაში 632 წელს. მან შექმნა არა მხოლოდ ახალი რელიგია არამედ ახალი სახელმწიფოს საფუძვლები და მოამზადა პირობები არაბთა მომავალი ექსპანსიისა

No comments:

Post a Comment