ომაიანთადა აბასიანთა სახალიფო

მართლმორწმუნე ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოში ომაიანთა საგვარეულოს დინასტიური მმართველობა დამყარდა. დინასტიის პირველი წარმომადგენელი მუავია I იყო. ამ დინასტიის მმართველობის დროს სატახტო ქალაქი გახდა დამასკო. ომაიანები ებრძოდნენ ბიზანტიას, დაიპყრეს ჩრდილოეთი აფრიკა, ხოლო 711 წელს დაიპყრეს ესპანეთი.

ომაიანთა საგვარეულო შეცვალა აბასიანთა დინასტიამ (750–1258), რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდათ სპარსელებს. არაბთა პრივილეგიები დავიწყებას მიეცა, სპარსელები კი აღზევდნენ. სატახტო ქალაქი დამასკოდან ერაყში გადაიტანეს, ბაღდადში.
აბასიანთა სახალიფო (750—1258), ფეოდალური სახელმწიფო. განაგებდნენ აბასიანების დინასტიის ხალიფები. შეიქმნა აბუ მუსლიმის აჯანყების შედეგად, რომელმაც ბოლო მოუღო ომაიანების ბატონობას.

აბასიანთა სახალიფოს ნაკლები ტერიტორია ეკავა, ვიდრე ომაიანთა სახალიფოს. VIII საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს მას ჩამოსცილდა პირენეს ნახევარკუნძული, ჩრდილოეთი აფრიკა და სირია. შედარებით დიდხანს დარჩნენ აბასიანთა სახალიფოს შემადგენლობაში ერაყი, ირანი, შუა აზია, არაბეთის ნახევარკუნძული, მცირე აზიის ნაწილი და ამიერკავკასია. სახელმწიფო პოლიტიკურმა ცენტრმა სირიიდან ერაყში გადაინაცვლა. ხალიფა ალ-მასურმა ტახტი ქ. ბაღდადში გადაიტანა. ამიტომ აბასიანთა სახალიფოს ხშირად ბაღდადის სახალიფოსაც უწოდებენ. თუ ომიანები არაბი ტომების ზედა ფენას ეყრდნობოდნენ, აბასიანების სოციალურ-პოლიტიკურ დასაყრდენად იარნელი და შუააზიელი ფეოდალები იქცნენ. აბასიანთა სახალიფოში აღოღძინდა სასანიანების ირანის პოლიტიკური ინსტიტუტები (ვეზირის სახელო, მრავალუწყებიანი დივანი) და გაძლიერდა ინდურ-ირანული ტრადიციები; ფართოდ განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა-ხელოსნობა, საქალაქო ცხოვრება. თვალსაჩინო მიღწევები მოიპოვა არაბულმა მეცნიერებამ, ფილოსოფიამ და ხელოვნებამ. ბაღდადი საერთაშორისო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა

წყარო: 

No comments:

Post a Comment