ბედუინი და მიწათმოქმედი არაბები

ახ.წ. პირველ საუკუნეებში მომთაბარე არაბები ახალი საძოვრების ძებნაში ბევრს მოძრაოდნენ, გადაადგილდებოდნენ. ბედუინები ზაფხულის მხცუნვარე თვეებს უდაბნოში არსებულ ოაზისებში, ჭებთან და წყაროებთან ატარებდნენ,წლის დანარჩენ დროს კი უდაბნოში ხეტიალობდნენ. მათ საცხოვრებელს თხის მატყლისგან მოქსოვილი კარავი წარმოადგენდა.

არაბთა ერთმა ნაწილმა ვაჭრობას მიჰყო ხელი. მეწამული ზღვის სანაპიროზე არაბებმა მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქები–მექა და იასრიბი დააფუძნეს. არაბმა ვაჭრებმა კავშირები დაამყარეს ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქალაქთან. არაბი ვაჭრები გამდიდრდენნ და თანამემამულე ბედუინების დამორჩილებაც შეძლეს. ისინი ღარიბ ბედუინებს ფულს ასესხებდენენ და შემდეგ ვალის კაბალაში აქცევდნენ. მდიდარი ვაჭრების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო მუჰამედმა. მან მიიმხრო ბედუინები და საფუძველი ჩაუყარა არაბული ტომების გაერთინებას და საფუძველი ჩაუყარა არაბული ტომების გაერთიანებას. ამ გაეთიანებაში მთავარი როლი შეასრულა ერთი ღმერთის–ალაჰის რწმენამ. ასე იქადაგა ახალი სარწმუნოება მუჰამედმა.

მუჰამედის გარდაცვალებისთანავე დაარსდა არაბთა სახელმწიფო, რომლის სათავეში იდგა ხალიფა("ხალიფა რასალიაჰ" ნიშნავს მოციქულის მოადგილეს. ამის მიხედვით არაბთა ასხელმწიფოს ეწოდა სახალიფო. უკვე პირველმა ხალიფებმა დაიწყეს დაპყრობითი ომები. მათ გაანადგურეს სასანიანთა ირანის სახელმწიფო, დაიპყრეს ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები და მე–8 საუკუნის 40–იან წლებში შეიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში. ხალიფებმა სახელმწიფოში დაამკვიდრეს ირანული საგადაასხადო სისტემა

წყარო  

No comments:

Post a Comment