არაბთა სახალიფოს დაშლა და დასუსტება

მე 7 საუკუნის შუახანებისთვის არაბთა სახალიფო გადაჭიმული იყო ინდოეთიდან ატლანტის ოკეანემდე,მიუხედავად იმისა,რომ ხალიფები ყველანაირად ცდილობდნენ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას,სახალიფოს ერთიანობის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით მაინც ვერ მოხერხდა.ცენტრალურ ხელისუფლებას სულ უფრო მეტად უჭირდა შორეულ პროვინციებში კინტროლის შენარჩუნება.მითუმეტეს,რომ პროვინციებიც სულ უფრო მეტად ამჟღავნებდნენ დამოუკიდებლიბისკენ სწრაფვას.გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა ისიც,რომ სახალიფოში არაბთა გარდა სხვა ხალხებიც ცხოვრობდნენ,რომელთაც არაბთაგან განსხვავებული ტრადიციები გააჩნდათ.ეს კი ხშირი უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზი ხდებოდა, რაც კიდევ უფრო აჩქარებდა სახალიფოს დაშლის პროცესს.პირველას ერთიან სახალიფოს ესპანეთში შექმნილი კორდოვას საამირო გამოეყო,შემდგომ კი მე9 მე10 საუკუნეებში ერთიანი სახალიფოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი მაჰმადიანური დინასტიები შეიქმნა რომელთა სათავეში ძირითადად არაბული დინასტიები იდგნენ.ჩრდ  დასავლეთ აფრიკაში იდრისების დინასტია გაბატონდა,ალჟირსა და ტუნისში აგლაბიდების,ეგვიპტეში ფატიმიდების ირანსა და შუამდინარეთში კვლავ განაგრძობდა არსებობას აბასიანთა სახალიფო,რომელიც ირანული და თურქმანული ტომების მხრიდან ექსპანსიას განიცდიდა.
წყარო 

1 comment: